მართალია, რომ შტრიხ კოდი მიუთითებს წარმოშობის ქვეყანას?
არა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ინგლისის საცალო მაღაზიებში თქვენ ნახავთ პროდუქტს კანადელი მწარმოებლისგან, ესპანელი დისტრიბუტორის შტრიხკოდით რომელიც საბერძნეთშია მინიჭებული. EAN სისტემა განკუთვნილია ამ ტიპის საცალო საქმიანობისთვის.
იმის გამო, რომ საცალო ვაჭრობის პროცესის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა პროდუქციის კოდირებაზე - კომპანიას, რომელმაც გამოიგონა პროდუქტი ან მწარმოებელს, ან იმპორტიორს, დისტრიბუტორს, ან თუნდაც თავად საცალო გამყიდველსაც კი! და ამ პროცესის მონაწილეები შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ სხვადასხვა კონტინენტზეც. და ბუნებრივია, რომ შტრიხკოდი ვერანაირად ვერ მიუთითებს მწარმოებლის ქვეყანას.
ციტატა GS1– გან
«გაითვალისწინეთ, რომ რადგან GS1 წევრ კომპანიებს შეუძლიათ პროდუქციის წარმოება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, GS1 პრეფიქსი არ განსაზღვრავს მოცემული პროდუქტის წარმოშობის ქვეყანას».